Friday, April 22, 2016

  1.  პროექტის სახელწოდება:: ჩემი სახელი მსოფლიოში
  2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ : მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახეობის თვალსაჩინოება : დახატონ ნახატები, მოამზადონ პლაკატები. მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას, ფოტოსურათებს თავიანთი სახელების შესახებ და აქვეყნებენ საიტზე  myname-project
  3. პროექტის აქტუალობა: ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სახელის დარქმევის ტრადიცია, ამ სახელის დღეობა თუ აღინიშნება
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტები. მაგ.:
  5. ლ - ლამაზი
    ა - ალერსიანი
    ლ - ლოგიკური
    ი - ინტერესიანი
  6.   მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 8-18 წწ.
  7. ვადები / ხანგრძლივობა : ნებისმიერი 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
  8. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : სლაიდ-შოუები, ბუკლეტები
  9.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მოძიებული მასალა, ბუკლეტები, გამზადებული პლაკატები
  10. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) : შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ტექსტების მომზადება, ინტერვიუს აღება
  11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ინტეგრირებული, მასწავლებელს შეუძლია კონკრეტულ საგანს დაუკავშიროს არჩეული ღონისძიება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად ( ქართული, ინგლისური )
  12. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) : ნანა ჩიხლაძე
  13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : nanachixladze123@gmail.com
  14. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი : nanachixladze.blogspoot.com

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო პროექტია.

    ReplyDelete