პროექტები და ღონიზძიებები

  1.  პროექტის სახელწოდება: ჩემი სახელი მსოფლიოში
  2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ : მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახეობის თვალსაჩინოება: დახატონ ნახატები, მოამზადონ პლაკატები. მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას, ფოტოსურათებს თავიანთი სახელების შესახებ და აქვეყნებენ საიტზე  myname-project
  3. პროექტის აქტუალობა: ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სახელის დარქმევის ტრადიცია, ამ სახელის დღეობა თუ აღინიშნება
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტები. მაგ.:
  5. ლ - ლამაზი
    ა - ალერსიანი
    ლ - ლოგიკური
    ი - ინტერესიანი
  6.   მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 8-18 წწ.
  7. ვადები / ხანგრძლივობა: ნებისმიერი 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
  8. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდ-შოუები, ბუკლეტები
  9.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მოძიებული მასალა, ბუკლეტები, გამზადებული პლაკატები
  10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ტექსტების მომზადება, ინტერვიუს აღება
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული, მასწავლებელს შეუძლია კონკრეტულ საგანს დაუკავშიროს არჩეული ღონისძიება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად (ქართული, ინგლისური)
  12. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): ნანა ჩიხლაძე
  13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanachixladze123@gmail.com
  14. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: nanachixladze.blogspoot.com

No comments:

Post a Comment